Belive

ოფიციალურად | ხამეს როდრიგესი რაიო ვალეკანოს ფეხბურთელია

4 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

კოლუმბიის ეროვნული ნაკრების 33 წლის ფეხბურთელი - ხამეს როდრიგესი, კარიერას ლა ლიგაში, კერძოდ კი "რაიო ვალეკანოში" გააგრძელებს.

33 წლის ფეხბურთელმა მადრიდულ კლუბთან 1-წლიანი კონტრაქტი გააფორმა და კლუბში 2025 წლის 1 ივლისის ჩათვლით დარჩება.

ხამესი პირველად დაბრუნდა ლა ლიგაში 2019 წელს მადრიდის "რეალიდან" წასვლის შემდეგ. იგი "სამეფო კლუბის" ღირსებას 2014-2020 წლებში იცავდა, თუმცა ამ პერიოდის განმავლობაში იგი "ბაიერნში" და "ევერტონში" იყო განათხოვრებული.

კოლუმბიელმა რამდენიმე კვირის წინ კოპა ამერიკაზე ითამაშა, სადაც ჩატარებულ 6 შეხვედრაში 1 გოლი გაიტანა და 6 საგოლე გადაცემა მიითვალა. ხამესი ეროვნულ გუნდთან ერთად ტურნირის ვერცხლისმედალოსანი და საუკეთესო ფეხბურთელი გახდა.

"რაიომ" ახალ სეზონში პირველი ორი მატჩიდან ერთი მოიგო და ერთი ფრედ დაასრულა. კლუბი შემდეგ მატჩს, 27 აგვისტოს "ბარსელონას" წინააღმდეგ გამართავს.

სხვა სტატიები