"ეს სამომავლოდ კარგი გაკვეთილი იქნება" - პეპ გვარდიოლა
გასულ საღამოს ჩემპიონთა ლიგის მორიგი ტური გაიმართა, სადაც ძალიან მოულოდნელი შედეგი დაფიქსირდა. "მანჩესტერ სიტი" "ფეიენოორდს" 3:0-ს ამარცხებდა თუმცა, "ქალაქელებმა" უპირატესობის შენარჩუნება ვერ შეძლეს და შეხვედრა 3:3 დასრულდა. ამ ყველაფერს ის გარემოებაც ამძიმებს, რომ "სიტის" უკვე მე-5 თამაშია არ მოუგია.
მატჩის დასრულების შემდეგ, პეპ გვარდიოლამ ჟურნალისტებთან ისაუბრა.
მატჩი ჩვენი თავდაჯერებისთვის კარგად დაიწყო და მაღალ დონეზეც ვთამაშობდით. რაღაც მოხდა, პრობლემები გვაქვს. ეს სამომავლოდ კარგი გაკვეთილი იქნება. სხვადასხვა გარემოებების გათვალისწინებით, ძალიან რთული სეზონი გამოდის. ყველაფერი კარგად მიდიოდა, მეტოქე საჭირო მომენტებში დავსაჯეთ. სამწუხაროდ, რაღაც მოხდა და ჩვენ საკმარისად ძლიერები ვერ აღმოვჩნდით. ასეთი შეცდომებს თავი უნდა ავარიდოთ. 3:0-ის შემდეგ, არაფერი შეცვლილა. მე-4 და მე-5 გოლის გატანა ვერ შევძელით. ბურთს ვაკონტროლებდით მაგრამ, რაღაც მოხდა.
- განაცხადა პეპმა პრესკონფერენციაზე საუბრისას
"მანჩესტერ სიტი" პირველი გუნდი გახდა, რომელიც ჩემპიონთა ლიგაზე 75-ე წუთამდე 3 ბურთით იგებდა და გამარჯვება ვერ შეძლო.
როგორც უკვე გითხარით, "ქალაქელებმა" ბოლო 5 შეხვედრიდან 4 წააგეს და ერთი ფრედ ითამაშეს. მათ მომავალი მატჩი პრემიერ ლიგაში ელით, სადაც "ლივერპულს" დაუპირისპირდებიან. აქვე იმასაც გეტყვით, რომ არნე სლოტის გუნდი ინგლისის ჩემპიონატში პირველ ადგილზეა და "სიტის" 8 ქულით უსწრებს.