ოფიციალურად | ტრავმის გამო ედერ მილიტაო მსოფლიო ჩემპიონატს გამოტოვებს
მადრიდის რეალისა და ბრაზილიის ნაკრების 28 წლის მცველი - ედერ მილიტაო, მსოფლიო ჩემპიონატს გამოტოვებს. ამის შესახებ ინფორმაცია ბრაზილიური მედიები ავრცელებენ, ასევე დაადასტურა "Marca"-მაც.
გავრცელებული ინფორმაციით, ედერ მილიტაომ ალავესთან მატჩში ბარძაყის კუნთი გაიწყვიტა, რაც გადაუდებლად ქირურგიულ ჩარევას ითვალისწინებს და მას დღეს ფინეთში ოპერაციას გაუკეთებენ, რის შემდეგაც ფეხბურთელი 6 თვეს იუქმებს.
🚨 Éder Militão will be OUT of World Cup 2026, confirmed. ❌🏆
— Fabrizio Romano (@FabrizioRomano) April 28, 2026
Brazil lose their defender after Real Madrid staff verdict now made official.
Militão will undergo surgery today in Finland,
as @cahemota confirms — out for the Seleção.
Real Madrid expect Éder back in October. ✨ pic.twitter.com/OHlgEEvcZb
'სამეფო კლუბში' იმედოვნებენ, რომ ბრაზილიელი ცენტრალური მცველი მოედანზე დაბრუნებას ოქტომბრის დასაწყისში შეძლებს, თუმცა ჯერჯერობთ უცნობია ზუსტი ცნობები და დეტალები მის რეაბილიტაციასთან დაკავშირებით, რადგან წინ ოპერაციაა.
28 წლის ცენტრალური მცველი ბრაზილიის ნაკრებში 2018 წლიდან ირიცხება, რა პერიოდშიც მან 'სელესაოს' შემადგენლობაში 38 მატჩი ჩაატარა, სადაც 2 გოლის გატანა შეძლო.
ბრაზილიის ნაკრებს მსოფლიო ჩემპიონატზე ასევე ესტევაოც გამოაკლდება, რაც ზრდის ნეიმარის მსოფლიო ჩემპიონატზე წასვლის შანსებს.
'სელესაო' მუნდიალზე C ჯგუფში: მაროკოსთან, ჰაიტისთან დად შოტლანდიასთან ერთად მიიღებს მონაწილეობას.