ნიკ ვოლტემადე: "ვფიქრობ, იბრაჰიმოვიჩისგან რაღაც ვისწავლე"
იუვენტუსის ახალწვეულმა, ნიკ ვოლტემადემ, კლუბის ოფიციალურ არხებთან ისაუბრა. 24 წლის ფეხბურთელმა, რომელიც "ბებერ ქალბატონს" ნიუკასლიდან, იჯარით შეუერთდა, ხაზი გაუსვა იმას, თუ რამდენად დიდი კლუბია იუვენტუსი და რა გავლენის მოხდენა შეუძლია გერმანელ ფეხბურთელს იტალიურ გრანდში.
აქ ყოფნით უზომოდ ბედნიერი ვარ. იუვენტუსი დიდი კლუბია და ძალიან მიხარია, რომ აქ ჩემი ახალი თავგადასავალი იწყება. ბედნიერი ვარ, რომ ასეთ დიდ კლუბში თამაშის შესაძლებლობა მომეცა.
ვფიქრობ, რომ ჭკვიანი ფეხბურთელი ვარ. გოლების გატანა და საგოლე გადაცემების გაკეთებაც კარგად გამომდის. უზომოდ ბედნიერი ვარ აქ ყოფნით. ეს იმ ტიპის გუნდია, რომელსაც ბურთის კონტროლი კარგად გამოსდის. ვფიქრობ, სწორედ ასეთ სიტუაციებში შემიძლია საკუთარი თავის კარგად წარმოჩენა.
ჩემთვის მისაბაძი ფეხბურთელებისგან, ერთ-ერთი იბრაჰიმოვიჩია. ზლატანისგან ბევრი რაღაც მაქვს აღებული. ყოველთვის მომწონდა მისი თამაშის ყურება. ისიც ძალიან მაღალია და შესანიშნავი ტექნიკა აქვს. ასევე მომწონს კაი ჰავერცი, რომელიც ჩემი ახლო მეგობარია. ყოველთვის ვცდილობ, რომ ფეხბურთელებისგან რაღაც ახალი ვისწავლო. მათი ესა თუ ის სათამაშო უნარი შევითვისო და საკუთარ თამაშში გამოვიყენო. - განაცხადა გერმანელმა
იუვენტუსმა ვოლტემადე 2.8 მილიონ ევროდ შეიძინა. გერმანელი ფეხბურთელი, იჯარის სახით, იტალიური კლუბის ღირსებას, ერთი სეზონის განმავლობაში დაიცავს. გერმანელი ფეხბურთელის კონტრაქტი, 2027 წლის 30 ივნისამდეა გათვალისწინებული.
🚨 WOLTEMADE: “JUVE CLUB PIÙ GRANDE D’ITALIA”
— ilBiancoNero (@ilbianconerocom) September 2, 2026
«Sono davvero felice e orgoglioso di essere qui. Le mie qualità migliori? Tecnica e comprensione del gioco: posso segnare e fare assist».
⠀
«Mi è sempre piaciuto Ibrahimovic. Havertz? È anche un mio amico».
⚪️⚫️ pic.twitter.com/VQ3yL6Llwx