Belive

კაი ჰავერცმა ისტორია დაწერა | გერმანელმა სიტის ფეხბურთელის რეკორდი მოხსნა

1 დღის წინ ფეხბურთი
1 წთ

კაი ჰავერცმა პრემიერ ლიგის ისტორიაში საკუთარი სახელი ჩაწერა. არსენალის თავდამსხმელი ინგლისის ჩემპიონატის ყველა დროის ყველაზე შედეგიანი გერმანელი ფეხბურთელი გახდა. ისტორიულ ნიშნულს მან ლივერპულთან შეხვედრაში მიაღწია და ილქაი გიუნდოგანს გადაასწრო.

ჰავერცმა სარეკორდო გოლი შეხვედრის მე-16 წუთზე გაიტანა. გერმანელისთვის, პრემირ ლიგაში, ეს რიგით 46-ე გოლი იყო. აქამდე, პირველ ადგილს, სიტის გერმანელი ნახევარმცველი, ილქაი გიუნდოგანი იკავებდა, რომელსაც პრემიერ ლიგაში 45 გოლი ჰქონდა გატანილი. ჰავერცისთვის ეს გოლი, მიმდინარე სეზონში რიგით მესამე, ხოლო არსენალის მაისურით, ყველა ტურნირზე, 27-ე იყო.

არსენალმა, ამ გამარჯვებით, "ენფილდზე" 14-წლიანი მოუგებელი სერიაც დაასრულა. ლივერპულთან გასვლით მატჩში, "ქალაქელებმა" ბოლო გამარჯვება 2012 წლის 2 სექტემბერს მოიპოვეს. მაშინ, პრემიერ ლიგის მოქმედმა გამარჯვებულებმა, მერსისაიდელები 0:2 დაამარცხეს. გოლების ავტორები კი, ლუკას პოდოლსკი და სანტი კაზორლა იყვნენ.

ჰავერცმა პირადი უგოლო სერიაც შეწყვიტა. მას, ყველა ტურნირზე, ზედიზედ ცხრა მატჩში არ ჰქონდა გოლი გატანილი. გერმანელს, მსგავსი ჩავარდნა, ბოლოს 2023 წლის შემოდგომაზე ჰქონდა.

სხვა სტატიები