Belive

ნეიმარი: "ხალხის აზრი არ მაინტერესებს, მხოლოდ ჩემს ახლობლებზე ვღელავ" 

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
"პარი სენ-ჟერმენის" თავდამსხმელმა ნეიმარმა სოციალურ ქსელებში მისი მისამართით არსებულ არასასიამოვნო კომენტარებზე ისაუბრა. "სოციალური მედია ის ადგილია, სადაც ბევრს შეუძლია შევიდეს და მონაწილეობა მიიღოს თქვენს ცხოვრებაში, განსჯით, სიძულვილით და შურით. ამიტომ სერიოზულად არასოდეს ვუყურებ ხალხის კომენტარებს. არ მიყვარს დროის დაკარგვა ისეთ საკითხებზე, რაც არ მაინტერესებს. ჩემს გარშემო ხალხია: მეგობრები, ოჯახი და თანაგუნდელები. ისინი კითხულობენ ამ კომენტარებს და ეწყინებათ. ხალხისთვის ადვილია საუბარი თქვენს სასიყვარულო ცხოვრებაზე მაშინაც კი, როდესაც ისინი არ გიცნობენ. ჩემს რეალურ სახეს, ნამდვილ ნეიმარს მხოლოდ ჩემი ოჯახი იცნობს, ადამიანები, რომლებიც ჩემთან ერთად მუშაობენ და ჩემი მეგობრები. ისინი მიცნობენ! მათი აზრი მაღელვებს. მხოლოდ მათ, ვინც ფეხბურთს თამაშობს, შეუძლიათ გაიგონ, რა ხდება მოედანზე. ამას სხვები ვერასდროს გაიგებენ. ეს მარტივია", - თქვა ბრაზილიელმა ვარსკვლავმა. 28 წლის შემტევმა ამ სეზონში 13 შეხვედრაში 10 გოლის გატანა და 5 საგოლე გადაცემის გაკეთება მოახერხა.

სხვა სტატიები