ნეიმარი: "გპირდებით, რომ მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში გოლს გავიტან"
2 კვირის წინ
ფეხბურთი
1 წთ
ცნობილი სპორტული გამოცემის "TNT SPORTS"-ის ბრაზილიურმა გამოცემამ, ბრაზილიის ნაკრების ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირთან - ნეიმართან ინტერვიუ ჩაწერა, სადაც შემტევმა პირობა დადო, რომ თუ მას მსოფლიო ჩემპიონატზე გამოიძახებენ, ფინალში გოლს გაიტანს.
"რა თქმა უნდა, 2025 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე თამაში ჩემს მთავარ ოცნებად რჩება - ძალიან მინდა, რომ კიდევ ერთ მუნდიალზე ვითამაშო და ბრაზილიის ნაკრებთან ერთად დიდ წარმატებას მივაღწიო.
მეტიც, გპირდები რომ თუ მსოფლიოზე წავალ, ფინალში გოლს გავიტან (მიმართავს ჟურნალისტს) და თუ ასე არ მოხდება, 2026 წლის ივლისშივე შეგიძლია პასუხი მომთხოვო და მე მზად ვარ მაგისთვის, რომ ჩემს სიტყვებზე პასუხი ვაგო..." - ნეიმარი
ბრაზილიურ მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ნეიმარს არ სურს, რომ ბოლო მსოფლიო ჩემპიონატი გამოტოვოს და ყველაფერს გაწირავს იმისათვის, რომ მუნდიალზე საკუთარ ნაკრებს დაეხმაროს.
შეგახსენებთ, რომ ნეიმარი ბრაზილიის ნაკრების ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირია. მას ეროვნულ ნაკრებში 128 მატჩი აქვს ჩატარებული, სადაც 79 გოლის გატანა შეძლო და ლეგენდარულ პელეს 2 გოლით უსწრებს.
შეგახსენებთ, რომ 2026 წლის მუნდიალი 11 ივნისს აიღებს სტარტს და 11 ივლისს დასრულდება.