Belive

იტალიური პრესა: "იტალიაში ახალი ერა იწყება - ყველას უშვებენ, მათ შორის ფედერაციის პრეზიდენტსაც"

10 საათის წინ ფეხბურთი
1 წთ

იტალიის ეროვნული ნაკრები ზედიზედ მესამედ, კვლავ მსოფლიო ჩემპიონატის მიღმა დარჩა. იტალიელებმა ბოლოს, 2014 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე იასპარეზეს.

სამარცხვინო მარცხის შემდეგ, მთელი იტალია ძალიან გაბრაზებულია, რადგანაც 4-გზის მსოფლიო ჩემპიონები უკვე მე-12 წელია სამარცხვინო ფეხბურთს თამაშობენ.

სულ ახლახანს, ცნობილმა იტალიელმა სპორტულმა ჟურნალისტმა და "Sportitalia"-იას აღმასრულებელმა დირექტორმა - მიშელ კრისკიტიელომ სოციალურ ქსელში ძალიან საინატერესო ინფორმაცია გაავრცელა, სადაც შემდეგი ინფორმაციებია ნათქვამი.

  • პოსტს დატოვებს იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი - გაბრიელე გრავინა.

  • რამდენიმე საათი დარჩა გატუზოს მთავარი მწვრთნელის პოსტზე, რამდენიმე საათში კი მას ნაკრებიდან გაუშვებენ

  • ნაკრებიდან ასევე გააგდებენ ჯანლუიჯი ბუფონს

  • უკვე მიმდინარეობს მოლაპარაკებები ახალ მწვრთნელთან - რობერტო მანჩინისთან, რომელმაც იტალიას ევროპის ჩემპიონატი მოაგებინა, თუმცა ამისათვის ჯერ ახალი პრეზიდენტის არჩევაა საჭირო.

საინტერესოა დღის განმავლობაში როგორ განვითარდება იტალიურ ფეხბურთში მოვლენები. თითქმის ყველა იტალიური სპორტული მედია წერს, რომ გატუზოს სამწვრთნელო შტაბისა და იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის დრო დათვლილია...

მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის პლეი-ოფის ფინალში იტალიის ეროვნული ნაკრები ბოსნიასთან პენალტების სერიაში დამარცხდა.

შედეგად, მსოფლიოს 4-გზის ჩემპიონები ზედიზედ მესამე მუნდიალს გამოტოვებენ.

სხვა სტატიები