Belive

ოფიციალურად | გიორგი წიტაიშვილი რაიო ვალეკანოს ფეხბურთელია

2 დღის წინ ფეხბურთი
1 წთ

საქართველოს ეროვნული ნაკრების 25 წლის ფეხბურთელი - გიორგი წიტაიშვილი კარიერას ესპანეთის ლა ლიგაში გააგრძელებს.

მადრიდულმა კლუბმა რაიო ვალეკანომ ტრანსფერი ოფიციალურად დაადასტურა - ქართველმა ფეხბურთელმა ახალ კლუბთან 3-წლიანი ხელშეკრულება გააფორმა, რომელიც 2028-29 წლების სეზონის ბოლომდე იმოქმედებს.

წიტაიშვილი რაიოს თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა მას შემდეგ, რაც კიევის დინამოსთან მოქმედი კონტრაქტი ამოეწურა. ქართველ გარემარბს ესპანეთში თამაშის გამოცდილება უკვე აქვს - იგი 2024-25 წლების სეზონში იჯარით გრანადაში გამოდიოდა, სადაც 36 შეხვედრაში 7 გოლი გაიტანა და 4 საგოლე გადაცემა მიითვალა, რის შემდეგაც ფრანგულ მეცში გადავიდა.

მადრიდული კლუბი წიტაიშვილს შემტევი ფლანგების სერიოზულ გაძლიერებად განიხილავს. მისი სისწრაფე, დრიბლინგი და ორივე ფლანგზე (ასევე ფლანგის მცველადაც) ეფექტურად თამაშის უნარი რაიო ვალეკანოსთვის ახალ სეზონში მნიშვნელოვანი კოზირი იქნება.

სხვა სტატიები