Belive

ნაპოლის ყოფილი ფეხბურთელი კვარაზე: ,,არ მგონია, ბევრს ეფიქრა, რომ მოდრიჩი ოდესმე ოქროს ბურთს მოიგებდა''

5 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

,,ნაპოლის'' ყოფილმა ფეხბურთელმა, რობერტო გორეტიმ, უპასუხა შეკითხვას - შეძლებს თუ არა ხვიჩა კვარაცხელია კარიერაში ,,ოქროს ბურთის'' მოგებას:

,,პირველ ყოვლისა, მიხარია, რომ ნომინანტებს შორის ნაპოლის სამი ფეხბურთელი მოხვდა. დი ლორენცოსაც დავამატებდი, რომელმაც შესანიშნავი სეზონი ჩაატარა. მახსოვს, დიდი ხნის წინ ვთქვი, რომ კვარაცხელია შეიძლებოდა, ოქროს ბურთის ნომინანტი ყოფილიყო.

შეძლებს თუ არა ის ჯილდოს მიღებას? ეს ძალიან რთული ამოცანა იქნება, მაგრამ ყველაფერი მხოლოდ მასზეა დამოკიდებული. არ მგონია, ბევრს ეფიქრა, რომ მოდრიჩი ოდესმე ოქროს ბურთის მოგებას შეძლებდა.'' - რობერტო გორეტი

,,ოქროს ბურთის'' 30 ფინალისტს შორის ხვიჩა კვარაცხელიამ მე-17 ადგილი დაიკავა.

მიმდინარე სეზონში კვარას ანგარიშზე ,,ნაპოლის'' მაისურით ჩატარებულ 12 შეხვედრაში 3 გოლი და 5 საგოლე გადაცემაა.

სხვა სტატიები