ნაპოლის ყოფილი თავდამსხმელი: "კვარა თავის პოზიციაზე ევროპაში საუკეთესოა"
"ნაპოლისა" და "ფიორენტინას" ყოფილმა თავდამსხმელმა, ფრანჩესკო ბაიანომ, ამჟამინდელი გუნდის ერთ-ერთი ლიდერის, ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა და თქვა, რომ ის თავის პოზიციაზე ევროპაში საუკეთესო ფეხბურთელია.
"ხვიჩა კვარაცხელია დღეს ევროპაში უძლიერესი გარემარბია. ასეთი სიზუსტე და გამოკვეთილობა სხვებისგან არ მახსენდება.
ქართველი და ვიქტორ ოსიმენი ერთმანეთს ძალიან კარგად უგებენ და ერთმანეთის წარმატება ყოველთვის ახარებთ. ამ კუთხით მე ჩემი და გაბრიელ ომარ ბატისტუტას ურთიერთობა მახსენდება. მე ის ფეხბურთელი ვიყავი "ფიორენტინაში", რომელიც ბატისტუტას პასებით ამარაგებდა, ისევე, როგორც ამას კვარა აკეთებს", - თქვა 54 წლის იტალიელმა, რომელიც ამჟამად სერია D-ის წარმომადგენელი "აგლიანესეს" ფეხბურთელია.
ხვიჩა კვარაცხელიას “ნაპოლის” მაისურით ჩატარებულ 23 შეხვედრაში 11 გოლი აქვს გატანილი და 12 საგოლე პასი გაკეთებული.
"ნაპოლი" შემდეგ შეხვედრას 17 თებერვალს, იტალიის სერია A-ს ეგიდით, "სასუოლოს" წინააღმდეგ სტუმრად გამართავს. მატჩი თბილისის დროით 23:45 საათზე დაიწყება.