ხვიჩა კვარაცხელია ძირითადშია - პარი სენ-ჟერმენის ძირითადი შემადგენლობა
2 თვის წინ
ფეხბურთი
1 წთ
ჩემპიონთა ლიგის 2025/26 წლების სეზონის ჯგუფური ეტაპის პირველ მატჩში, პარი სენ-ჟერმენისა და ატალანტას დაპირისპირება შედგება. მატჩი პარკ დე პრენსზე, 23:00 საათზე დაიწყება.
ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ლუის ენრიკე არ გარისკავდა და ხვიჩა კვარაცხელია სათადარიგოთა სკამზე იქნებოდა, თუმცა კვარა პარიზული გრანდის სასტარტო თერთმეტეულშია და ატალანტას პირველივე წუთიდან შეუტევს. შეგახსენებთ, რომ კვარამ მცირე დაზიანება 14 სექტემბერს, ლანსთან გამართულ მატჩში მიიღო, რის გამოც მოედანი 30-ე წუთზე დატოვა.
პარი სენ-ჟერმენის შემადგენლობა
შევალიე; ჰაკიმი, მარკინიოსი (C), კვარაცხელია, ფაბიან რუისი, ვიტინია, მაიულუ, ნუნო მენდეში, ბარკოლა, პაჭო, ჟოაო ნევეში.