ნაპოლის ყოფილი მცველი: "კვარაცხელია ძალიან ბევრი მილიონი ღირს - ის ყველაზე დიდი სიურპრიზია"
ნაპოლის ყოფილმა მცველმა მაურო მილანეზემ სამხრეთიტალიური გუნდის ამჟამინდელი ბრწყინვალე სეზონისა და ამ საქმეში ნეაპოლელთა ერთ-ერთი ლიდერის, ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა.
"ბედნიერი ვარ "ნაპოლის" ასეთი მდგომარეობის გამო. მე ეს მაისური მცმია და ვიცი რა შეგრძნებაა. წარმომიდგენია რამხელა ზეიმი იქნება და როგორ დაიწყებს ქალაქი ამ დღესასწაულებისთვის მზადებას.
"ნაპოლის" ასევე შეუძლია ჩემპიონთა ლიგაზე გმირობის ჩადენა. მათ არაფერი აქვთ დასაკარგი და ენთუზიაზმით იბრძვიან სკუდეტოსთვის. მათ აქვთ განსხვავება შექმნილი იტალიის ჩემპიონატში, რაც ევროპაში მეტ თავისუფლებას ანიჭებთ.
ხვიჩა კვარაცხელია ჩემპიონატში ყველაზე დიდი სიურპრიზია. ვერავინ წარმოიდგენდა ამ გავლენას. მისი ღირებულება გაცილებით დიდია. ის არ არის კილიან მბაპე, მაგრამ მას აქვს საკმაოდ დიდი მომავალი და ამის გამო ბევრი მილიონი ღირს. კონკრეტულად რამდენი, ეს დამოკიდებულია იმაზე, თუ ვინ დაინტერესდება მისით", - თქვა მაურო მილანეზემ.
51 წლის ვეტერანი იტალიელი "ნაპოლიში" 1996/97 წლების სეზონში თამაშობდა და ასევე არაერთი იტალიური კლუბის, მათ შორის "პარმას" და "ინტერის" შემადგენლობაში აქვს ნათამაშები.
რაც შეეხება ხვიჩა კვარაცხელიას, 22 წლის ქართველ ვარსკვლავს 2022/23 წლების სეზონში “ნაპოლის” შემადგენლობაში 27 მატჩში 12 გოლი აქვს გატანილი და 12 საგოლე პასი გაკეთებული.