რა შეფასება დაიმსახურა ხვიჩა კვარაცხელიამ მილანთან მატჩში?
ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალური ეტაპის საპასუხო შეხვედრაში ,,ნაპოლიმ'' ,,მილანს'' უმასპინძლა, მატჩი ფრედ, ანგარიშით 1:1 დასრულდა. შედეგად, ნეაპოლელები მეტოქესთან ორი შეხვედრის ჯამში 1:2 დამარცხდნენ და ტურნირს გამოეთიშნენ.
დღევანდელ მატჩში ნეაპოლური გუნდის შემტევმა, ხვიჩა კვარაცხელიამ, მოედანზე 90 წუთი გაატარა და Whoscored-ისგან 8,2-ქულიანი შეფასება დაიმსახურა, რაც ორივე გუნდის შემადგენლობაში საუკეთესო მაჩვენებელია. კვარას გოლის გატანის რეალური შანსიც ჰქონდა, თუმცა, სამწუხაროდ, ქართველმა ფეხბურთელმა თერთმემეტრიანის გატანა ვერ შეძლო.
ხვიჩა ,,მილანის” წინააღმდეგ ბურთს სულ 98-ჯერ შეეხო, კარისკენ ექვსჯერ დაარტყა და 52-დან 45 სწორი გადაცემა გააკეთა (87%).
ვებგვერდმა, Sofascore-მა კვარაცხელიას თამაში 7,6 ქულით შეაფასა (ასევე ყველაზე მაღალი შეფასება მატჩში).
ლუჩიანო სპალეტის გუნდი მომდევნო მატჩს 23 აპრილს, ,,იუვენტუსთან” სტუმრად გამართავს.