Belive

ხვიჩა კვარაცხელია სერია ა-ს მე-13 ტურის სიმბოლურ გუნდში მოხვდა

5 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

ხვიჩა კვარაცხელია Whoscored-ის ვერსიით სერია ა-ს მე-13 ტურის სიმბოლურ გუნდში მოხვდა.

ქართველ ფეხბურთელს სპორტულმა საიტმა 7.68 შეფასება დაუწერა და აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ ნაპოლის რიგებიდან მხოლოდ ხვიჩა კვარაცხელიაა წარმოდგენილი.

კვარას "ნაპოლი" მეცამეტე ტურში ბერგამოს "ატალანტას" ესტუმრა და 1:2 დაამარცხა. ქართველმა ფეხბურთელმა ნეაპოლური გუნდი თავური დარტყმით დააწინაურა.

სრულად სერია ა-ს მე-13 ტურის სიმბოლური გუნდი Whoscored-ის ვერსიით კი ასეთია

სხვა სტატიები