ნაპოლის კაპიტანი: "კვარა ბრწყინვალედ დაბრუნდა"
1 წლის წინ
ფეხბურთი
1 წთ
"ნაპოლის" კაპიტანმა, ჯოვანი დი ლორენცომ მისი თანაგუნდელის და საქართველოს ნაკრების ლიდერის, ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა.
"ხვიჩა კვარაცხელია ახლა კარგად არის. მას ზურგის ტრავმა ჰქონდა, მაგრამ ახლა უკვე გამოჯანმრთელდა და თავს კარგად გრძნობს. ის ბრწყინვალედ დაბრუნდა და იმედი მაქვს, კვლავაც გააკეთებს იმის კეთებას, რასაც აქამდე აკეთებდა", - თქვა იტალიის ნაკრების მარჯვენა მცველმა.
ხვიჩა კვარაცხელია ოფიციალურ შეხვედრაში მოედანზე თითქმის 2-თვიანი პაუზის შემდეგ, მილანის "ინტერთან" წაგებულ მატჩში (0:1) დაბრუნდა. 21 წლის ქართველმა ამომავალმა ვარსკვლავმა 75 წუთი ითამაშა. მიმდინარე სეზონში მის აქტივში, 18 ოფიციალურ შეხვედრაში 8 გატანილი გოლი, 8 საგოლე პასი და 4 მოპოვებული პენალტია.