დე ლაურენტისმა დაასახელა პირველი მწვრთნელი, რომელსაც გუნდიდან სპალეტის წასვლის შემდეგ დაუკავშირდა
,,ნაპოლის'' პრეზიდენტმა, აურელიო დე ლაურენტისმა, განაცხადა, რომ გუნდიდან ლუჩიანო სპალეტის წასვლის შემდეგ, ტიაგო მოტას დათანხმება სცადა:
,,პირველი, ვისაც დავუკავშირდი, ტიაგო მოტა იყო... თუმცა, მას არ სურდა ისეთი ადამიანის მემკვიდრე ყოფილიყო, რომელმაც წინა სეზონში სკუდეტო მოიგო. სპალეტიმ გმირად წასვლა ამჯობინა, რაც შეეხება ლუის ენრიკეს, მან ზედმეტად ბევრი ფული მოითხოვა.
იანვრის სატრანსფერო ფანჯარა? 3 ახალი ფეხბურთელის გაფორმებას ვაპირებთ - ცენტრალური მცველის, მარჯვენა მცველის და ნახევარმცველის... შეიძლება, 2 ნახევარმცველიც მოვიდეს, ვნახოთ...'' - აურელიო დე ლაურენტისი
გუნდიდან ლუჩიანო სპალეტის წასვლის შემდეგ, ,,ნაპოლის'' მთავარ მწვრთნელად რუდი გარსია დაინიშნა, რომელიც დე ლაურენტისმა რამდენიმე კვირის წინ, ,,ემპოლისთან'' მარცხის შემდეგ გაათავისუფლა.
გარსია მთავარი მწვრთნელის პოსტზე ვალტერ მაცარიმ ჩაანაცვლა. მისი ხელმძღვანელობით ,,პარტენოპეიმ'' 7 შეხვედრა ჩაატარა, რომელთაგან 3 მოიგო, 4-ში კი დამარცხდა.
ნეაპოლური გუნდი მომავალ მატჩს ხვალ, 23 დეკემბერს, ,,რომასთან'' სტუმრად გამართავს.
#DeLaurentiis e il post #Spalletti: “Il primo che contattai fu Thiago #Motta, non ci avevo visto male ma non se l’è sentita di prendere l’eredità di uno che ha vinto lo Scudetto in quel modo. #Spalletti ha preferito uscire da eroe. #LuisEnrique mi ha chiesto tantissimi soldi…”
— Nicolò Schira (@NicoSchira) December 22, 2023