Belive

ნაპოლი Vs. მილანი | ჟირუ პიოლის ტაქტიკით უკმაყოფილოა

5 თვის წინ ფეხბურთი
2 წთ

"მილანის" ფეხბურთელებმა არ იცოდნენ, შეეტიათ თუ თავი დაეცვათ" - მოედნიდან 81-ე წუთზე გაყვანილი ოლივიე ჟირუ ბრაზს ვერ მალავდა.

სერია A-ს ბოლო ტურში, "ნაპოლიმ" "მილანს" უმასპინძლა. "მარადონაზე" შეკრებილმა და ტელევიზორის ეკრანებთან მყოფმა გულშემატკივარმა სანახაობრივი, დაძაბული თამაში იხილა.

პირველი ტაიმი "მილანმა" ოლივიე ჟირუს დუბლით მოიგო, თუმცა მეორე ნახევარში სულ სხვა "ნაპოლი" ვიხილეთ. მეტიც, მატჩის 94-ე წუთზე, ხვიჩა კვარაცხელიას გამარჯვების გოლის გატანაც შეეძლო, თუმცა მაიკ მენიომ მისი დარტყმული ფეხით მოიგერია.

ოლივიე ჟირუ, რომელმაც სათადარიგოთა სკამზე 81-ე წუთზე გადაინაცვლა, მატჩის შემდეგ ემოციებს ვერ მალავდა.

"შესვენებაზე ვთქვით, რომ მეორე ტაიმში "ნაპოლი" სულ სხვა ფეხბურთს ითამაშებდა. პირველი გოლის გატანის შემდეგ, ისინი უფრო თავდაჯერებულები გახდნენ. ამ დროს კი, ჩვენ არ ვიცოდით, უნდა შეგვეტია თუ თავი დაგვეცვა, იმედგაცრუებული ვარ", - აღნიშნა ფრანგმა ფორვარდმა.

უკვე ზედიზედ მე-3 მატჩია, რაც ყველა ტურნირზე, "მილანი" გამარჯვებას ვერ ახერხებს. "როსონერიმ" "იუვენტუსთან" და "პსჟ-სთან" 2 მარცხი იწვნია, შემდეგ კი 2 ქულა "ნაპოლისთან" დაკარგა.

სერია A-ში, "მილანი" მე-3 პოზიციას იკავებს. მომდევნო მატჩს, სტეფანო პიოლის შეგირდები 4 ნოემბერს, საშინაო მოედანზე, "უდინეზესთან" ჩაატარებენ.

სხვა სტატიები