L'Equipe: 'ბარსელონამდე 4 დღით ადრე, კვარაცხელიას ტრავმა საგანგაშოა'
ბარსელონაში გამგზავრებამდე ოთხი დღით ადრე, ხვიჩა კვარაცხელია ოსერთან მატჩის შესვენებაზე შეცვალეს.
პსჟ-ის ფიზიკური პრობლემები გრძელდება. ლუის ენრიკეს, რომელიც შაბათს ხუთი ძირითადი მოთამაშის (მარკინიოსი, ნევეში, რუისი, დემბელე, დუე) გარეშე იყო, კიდევ ორ ტრავმასთან მოუწია შეჩეხება. ოსერთან მატჩის პირველ ტაიმში (შესვენებაზე 1:0). ვიტინიას შემდეგ, რომელიც 35-ე წუთზე შეცვალეს, ხვიჩა კვარაცხელიაც შესაცვლელი გახდა, სავარაუდოდ, ბარძაყის ტრავმის გამო. მის ნაცვლად ბრედლი ბარკოლა ჩაერთო.
ქართველი ფლანგელი მარვინ სენაიას ძლიერი დარტყმის 'მსხვერპლი' გახდა, რომელმაც მაშინვე მიიღო ყვითელი ბარათი (24-ე წუთი). კვარას სექტემბრის შუა რიცხვებში, ლანსის (2:0) წინააღმდეგ წვივის ტრავმა უკვე ჰქონდა. ამ დაპირისპირების შემდეგ, ქართველმა რამდენიმე ვარჯიში გამოტოვა, მარსელთტან დაპირისპირებაში კი მონაწილეობა მიიღო.
ეს საგანგაშო ნიშანია ბარსელონასთან ჩემპიონთა ლიგის მატჩამდე ოთხი დღით ადრე.
მომზადებულია L'Equipe-ის მიხედვით.