Belive

ნაპოლი კვარაცხელიას ხელფასის გაზრდას ჰპირდება

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

ევროპაში გადაბარგებიდან ძალიან მოკლე დროში კვარაცხელიამ მოახერხა, რომ მთელს საფეხბურთო სამყაროს მასზე ესაუბრა. ქართველი შემტევი როგორც სერია ა-ში, ისე ჩემპიონთა ლიგაზეც კარგად წარმოაჩენს საკუთარ თავს. დიდია იმის ალბათობა, რომ ზაფხულში აურელიო დე ლაურენტისის კართან დიდი რიგი დადგება, მაგრამ "კვარადონა", რომელმაც 2027 წლამდე გააფორმა კონტრაქტი და 1 მილიონზე ცოტას გამოიმუშავებს, რა თქმა უნდა, მაინც დარჩება ნეაპოლში. "ნაპოლის" ხელმძღვანელობას განზრახული აქვს, რომ ხვიჩა შეინარჩუნონ და ამას ხელფასის გაზრდით ცდილობენ.

იტალიური კლუბის პოზიცია საკმაოდ მყარია. ისინი კვარაცხელიას გაშვებას არ აპირებენ. AreaNapoli-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანამხად, "ნაპოლი" ქართველს ხელფასს 3 მილიონამდე გაუზრდის.

ხვიჩას ამ სეზონში 30 შეხვედრა აქვს ჩატარებული და 14 გოლთან ერთად 16 საგოლე გადაცემაც მიითვალა.

სხვა სტატიები