,,იმსახურებს თუ არა კვარა სკუდეტოს მედალს?'' - იტალიელი ჟურნალისტის აზრი
,,სამართლიანი იქნება თუ არა, რომ ხვიჩა კვარაცხელიას სკუდეტოს მოგების შემთხვევაში მედალი არ მივცეთ? საკითხი ღია რჩება...'' - ასე იწყება ქართველი ფეხბურთელის შესახებ, areanapoli-ს სტატია, რომელიც იტალიელი ჟურნალისტის, ანტონიო ჯორდანოს პოზიციას გვიზიარებს.
,,სკუდეტოს მედლის საკითხი უნდა გადაიჭრას. იმსახურებს თუ არა ხვიჩა კვარაცხელია მონაწილეობას, თუნდაც დისტანციურად? როგორ იქნება საბოლოო გამარჯვების დაჯილდოების ცერემონიალი?'' - ამ კითხვებს La Gazzetta dello Sport-ის ჟურნალისტი ანტონიო ჯორდანო, სვამს და თავადვე პასუხობს:
დიახ, იმსახურებს! თუ ნაპოლის მორიგი სკუდეტოს მოწმენი ვიქნებით, არ შეიძლება, ბიჭი, რომელმაც მონაწილეობა 17 მატჩში მიიღო, 5 გოლი გაიტანა და 4 საგოლე გადაცემა მიითვალა, მიუღებლად ჩაითვალოს.
Radio Marte-სთან საუბრისას, ჯორდანოს ჰკითხეს, რამ შეიძლება შეუშალოს ხელი ,,პარტენოპეის'' მიზნის მიღწევაში, რაზეც ჟურნალისტმა უპასუხა: ,,არასწორმა მიდგომამ, მორიგმა ტრავმებმა... ნაპოლიმ საკუთარ თავს ნერვიულობის უფლება არ უნდა მისცეს და ფსიქოლოგიურად თავისუფალი უნდა იყოს. დარჩენილი მატჩები ძალიან რთული იქნება.''
რამდენიმე დღის წინ, RMC Sport-მა დაწერა, რომ ,,ნაპოლის'' ტრიუმფის შემთხვევაში, კვარა იტალიის ჩემპიონი ავტომატურად ვერ გახდება, რადგან ლიგა ჯილდოს მხოლოდ გამარჯვების დროს რეგისტრირებულ ფეხბურთელებს გადასცემს, შესაბამისად, საბოლოო გადაწყვეტილება, ნეაპოლურ კლუბზეა.
სერია A-ს დასრულებამდე 2 ტურით ადრე, ,,ნაპოლი'' 78 ქულით სატურნირო ცხრილის პირველ პოზიციაზეა და მეორეადგილოსან ,,ინტერს'' 1 ქულით უსწრებს.
კონტეს გუნდი 37-ე ტურში ,,პარმას'' ესტუმრება, დასკვნით შეხვედრაში კი ,,კალიარის'' უმასპინძლებს.