სტივენ ჯერარდი: "რეინჯერსი პრემიერ ლიგის 6-ეულში მუდმივად მოხვდებოდა"
2 კვირის წინ
ფეხბურთი
1 წთ
44 წლის ლეგენდარულმა ვეტერანმა ფეხბურთელმა და ამჟამად მწვრთნელმა - სტივენ ჯერარდმა, მისი ყოფილი კლუბის "რეინჯერსის" შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ ლეგენდარული შოტლანდიური კლუბი, პრემიერ ლიგაში რომ თამაშობდეს, მუდმივად იბრძოლებდა ევროტურნირისთვის.
"პირადად მე, დიდი ხანია ვამბობ, რომ რაიმე უნდა შეიცვალოს შოტლანდიის ჩემპიონატში იმისათვის, რომ სელტიკი და რეინჯერსი არ დაიჩაგრონ.
მათ უფრო მაღალ დონეზე თამაში სურთ და ფაქტია, რომ ეს შეუძლიათ, თუმცა სამწუხაროდ ძალიან დაბალ დონეზე უწევთ თამაში.
აი მაგალითად, "რეინჯერსმა" რომ სტაბილურად ითამაშოს პრემიერ ლიგაში, დარწმუნებული ვარ, რომ ისინი მუდმივად იბრძოლებენ ჩემპიონობისთვისა და ევროტურნირებისთვის - ამის თქმის საფუძველს კი ის მაძლევს, რომ "რეინჯერსი" პრემიერ ლიგის ძალიან ბევრ გუნდზე მაღალი დონის კლუბია..." - სტივენ ჯერარდი
შეგახსენებთ, რომ სტივენ ჯერარდი "რეინჯერსის" მთავარი მწვრთნელის პოსტზე 2018-2021 წლებში მუშაობდა, რა პერიოდშიც მან კლუბთან ერთად 192 მატჩი ჩაატარა. ამ პერიოდში მან შოტლანდიის ჩემპიონატი მოიგო (2020/2021), რომელიც დღემდე მის სამწვრთნელო კარიერაში ერთადერთ ტიტულად რჩება.