Belive

ნაგელსმანი ბარსელონაზე: "ფული არ აქვთ და ყიდულობენ ყველას, ვინც სურთ..."

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
მიუნხენის "ბაიერნის" 34 წლის თავკაცი - იულიან ნაგელსმანი, "ბარსელონას" სატრანსფერო პოლიტიკას ეხმაურება. მას შემდეგ, რაც 33 წლის რობერტ ლევანდოვსკი "ბარსელონაში" გადავიდა, მიუნხენელთა თავკაცმა კატალონიური კლუბის მიმართ აგრესია ვერ დამალა და მათ მიმართ საჯაროდ საკმაოდ აგრესიულად ისაუბრა.
"ბარსელონა" არის კლუბი, რომელსაც ფული არ აქვს და ყიდულობენ ყველა ფეხბურთელს, რომელიც მათ სურთ. ამას როგორ აკეთებენ არ ვიცი, ნამდვილი სიგიჟეა. მგონია, რომ ეს ყველაფერი არასამართლიანი და სევდიანია, რადგან ისინი მაინც ვერ ახერხებენ ამ ფეხბურთელების შესაბამის ადგილას დარეგისტრირებას, რასაც ფეხბურთელები ეწირებიან". 
კლუბი ამჟამად შეზღუდულია ლა ლიგის რეგულაციებით და ამ ეტაპზე ვერ არეგისტრირებენ კესის, კრისტენსენსა და რაფინიას. შეგახსენებთ, რომ 2022 წლის ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე, "ბარსელონამ" უკვე დაიმატა: ლევანდოვსკი, რაფინია, კესი, კრისტენსენი და ასევე კონტრაქტი გაუხანგრძლივეს უსმან დემბელეს. კატალონიელები ნადირობენ ასპილიკუეტას ტრანსფერზეც, რომელიც დღითიდღე უფრო რეალური ხდება.

სხვა სტატიები