Belive

შესაძლოა ედი ნკეტიამ ეროვნული ნაკრები შეიცვალოს

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

მიუხედავად იმისა, რომ ედი ნკეტიამ პარასკევს ავსტრალიის წინააღმდეგ ინგლისის მაისურით ითამაშა, მას ეროვნული გუნდის შეცვლა შეუძლია.

ნკეტია "სამ ლომში" პირველად ევრო 2024-ის საკვალიფიკაციო მატჩში უკრაინასთან და საერთაშორისო ამხანაგურ მატჩში შოტლანდიასთან გამოიძახეს. თუმცა, მას მონაწილეობა არცერთ შეხვედრაში არ მიუღია. გავრცელდა ინფორმაცია, რომ ედის აქვს შანსი განას ეროვნული ნაკრების ღირსება დაიცვას.

ზოგიერთმა მოთამაშემ ზუსტად იცის რა სურს, ზოგიც დარწმუნებული არ არის რას სურს, ზოგიც მოვლენების განვითარებას ელოდება. ვფიქრობ, მსგავსი სიტუაციაა ედის შემთხვევაშიც. ჩვენ გადაჭრით არაფრის თქმა შეგვიძლია. ასეთი საქმეები ყოველთვის იმაზეა დამოკიდებული თუ რა სურს ფეხბურთელს. - განაცხადა განას მთავარმა მწვრთნელმა კრის ჰიტონმა

24 წლის ნკეტიას ინგლისის ეროვნულ ნაკრებში მხოლოდ ერთი მატჩი აქვს ჩატარებული და მოედანზე მხოლოდ 17 წუთი გაატარა.

მიმდინარე სეზონში ედიმ "არსენალის" მაისურით 11 შეხვედრა გამართა და 2 გოლთან ერთად, ერთი ასისტიც მიითვალა.

სხვა სტატიები