Belive

ოფიციალურად: ლუის ენრიკე ესპანეთის ნაკრებიდან გაუშვეს

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

რამდენიმე წუთის წინ, ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციამ განცხადება გაავრცელა, სადაც წერია, რომ 2022 წლის მუნდიალზე ნაადრევად დასრულებული ასპარეზობის გამო, ლუის ენრიკე ესპანეთის ნაკრების მწვრთნელის პოსტიდან ოფიციალურად გათავისუფლებულია.

ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციის ტექნიკურმა დირექტორმა, ლუის ენრიკესა და მის გუნდზე შემდეგი კომენტარი გააკეთა:

"ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციის სპორტულმა ხელმძღვანელობამ, პრეზიდენტს გადასცა მოხსენება, რომელშიც დგინდება, რომ ესპანეთის საფეხბურთო ნაკრებისთვის ახალი პროექტი უნდა დაიწყოს, რომლის მიზანია გაგრძელდეს ბოლო წლებში მიღწეული ზრდა ლუის ენრიკეს მიერ ჩატარებული სამუშაოს წყალობით.

ლუის ენრიკემ მოახერხა ახალი იმპულსის მიცემა ეროვნულ ნაკრებში მწვრთნელად დანიშვნის შემდეგ. მან გააძლიერა თაობათა ცვლილება ნაკრებში და ესპანურ ფეხბურთში.

ესპანეთის ფეხბურთის ფედერაცია ლუის ენრიკესა და მის სამუშაო ჯგუფს მომავალ პროფესიულ საქმიანობაში წარმატებას უსურვებს".

შეგახსენებთ, რომ ლუის ენრიკე ესპანეთის ეროვნული ნაკრების მწვრთნელად 2018 წელს დაინიშნა და მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატამდე მუშაობდა, თუმცა 1/8-ფინალში მაროკოსთან გამოვარდნის შემდეგ, ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციამ მისი გათავისუფლების გადაწყვეტილება მიიღო.

სხვა სტატიები