Belive

მუდრიკის ტრანსფერის ჩაშლის შემდეგ არსენალი კვარაცხელიას დამატებას შეეცდება

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

მას შემდეგ, რაც ლონდონის "ჩელსიმ" თანაქალაქელ "არსენალს" მიხაილო მუდრიკის ტრანსფერისთვის ბრძოლაში აჯობა, "მეთოფეებმა" ახალი სამიზნე ამოირჩიეს და მათთვის ეს საქართველოს ნაკრებისა და "ნაპოლის" ლიდერი, ხვიჩა კვარაცხელიაა.

როგორც ინგლისური მედია იუწყება, მიკელ არტეტას გუნდის ერთ-ერთი მთავარი მიზანი სატრანსფერო ბაზარზე სწორედ მსოფლიო ფეხბურთის 21 წლის ქართველი ამომავალი ვარსკვლავი იქნება, რომლის დამატებაზეც ლონდონელები აქტიურად მუშაობას დაიწყებენ.

ინგლისური მედია იმის შესახებაც საუბრობს, რომ მუდრიკისგან განსხვავებით, რომელსაც მხოლოდ ორი გამოკვეთილი მსურველი, "ჩელსი" და "არსენალი" ჰყავდა, კვარაცხელიას დამატებისთვის ბრძოლა გაცილებით კონკურენტუნარიანი იქნება და ამ ბრძოლაში ლონდონის "არსენალს" ამავე ქალაქის წარმომადგენელი "ტოტენჰემი" და სხვა ევროპული გრანდები გაეჯიბრებიან.

express.co.uk-is ცნობით, კვარაცხელია იმ 5 ფეხბურთელის სიაშია, რომელიც "არსენალისთვის" მთავარი სამიზნე იქნება.

ხვიჩა კვარაცხელიას 2022/23 წლების სეზონში, “ნაპოლის” მაისურით 20 შეხვედრაში 9 გოლი აქვს გატანილი და 10 საგოლე პასი გაკეთებული.

რაც შეეხება, თავად “ნაპოლის” იტალიის სერია A-ში ჩატარებული 18 ტურის შემდეგ 47 ქულა აქვს და უახლოეს მდევარ “მილანთან” 9-ქულიანი უპირატესობით, ერთპიროვნულად ლიდერობს.

სხვა სტატიები