Belive

ხვიჩა კვარაცხელია: ,,გაჩერებას არ ვაპირებთ!''

2 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

პორტუგალიასთან მოგებული მატჩი საქართველოს ეროვნული ნაკრების ერთ-ერთმა ლიდერმა, ხვიჩა კვარაცხელიამ შეაფასა:

,,უბედნიერესი ვარ. ასეთი გახარებული არასდროს არ ვყოფილვარ. ისტორია დავწერეთ და ქვეყანა ვასახელეთ. დარწმუნებული ვარ, საქართველოში ბევრია ბედნიერი. ქართველ ხალხს ბედნიერება ვაჩუქეთ და ჩვენც უბედნიერესები ვართ.

გაჩერებას არ ვაპირებთ... რადგან პორტუგალია დავამარცხეთ, ესე იგი, იმის უნარი და თვისებები გვაქვს, რომ ნებისმიერთან ვითამაშოთ!

უდიდეს მადლობას ვუხდი გულშემატკივრებს! საოცარი ქომაგობა იყო, ეს მუხტი თამაშში გამოგვყვა და თითოეულმა ფეხბურთელმა მოგებისთვის ყველაფერი გავაკეთეთ. ყველას დიდი მოკითხვა ცუდს და კარგს, არ აქვს მნიშვნელობა, ქართველები წინ უნდა წავიდეთ აუცილებლად!'' - ხვიჩა კვარაცხელია

ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის დასკვნითი ტურის შეხვედრაში საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა პორტუგალია 2:0 დაამარცხა და მერვედფინალის საგზური გაიფორმა.

პლეი-ოფში ჩვენი გუნდის მეტოქე ესპანეთის ნაკრები იქნება, მატჩი კვირას, 30 ივნისს გაიმართება.

სხვა სტატიები