Belive

"მსურს მესიმ კარიერა ლა ლიგაში დაასრულოს" - ხავიერ ტებასი

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

,, "ბარსელონასა" და მესის შორის ურთიერთობა სევდიანად დასრულდა''. - განაცხადა ლა ლიგის პრეზიდენტმა ხავიერ ტებასმა. 

"პსჟ-ში" წასვლამდე არგენტინელმა ფეხბურთელმა კატალონიაში 17 სეზონი გაატარა. ლეოს "ბარსელონასთან" გამომშვიდობება ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე სევდიანი მომენტი იყო. მესიმ გამოსამშვიდობებელი სიტყვების წარმოთქმისას ცრემლები ვერ შეიკავა.

ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის წინ ვრცელდებოდა ჭორები, რომ ლეო "ბარსაში" დაბრუნდებოდა, თუმცა, არგენტინელმა აშშ-ს მიაშურა და ახლა "ინტერ მაიამის" ღირსებას იცავს. 

ლა ლიგის პრეზიდენტი ხავიერ ტებასი ამბობს, რომ მესის ესპანეთში არ დაბრუნება ძალიან სამწუხაროა. 

მესიმ კარიერა ლა ლიგაში ვერ გააგრძელა, რადგან გუნდთან ვერ შეთანხმდა. მსურს, ის დაბრუნდეს და კარიერა ლა ლიგაში დაასრულოს. ეს საუკეთესო იქნებოდა მისთვის, ჩემთვის და ბარსელონასთვის. ვისურვებდი ის ესპანურ ფეხბურთში დარჩენილიყო "პსჟ-ში" არასდროს წასულიყო. - ხავიერ ტებასი

მესიმ ლიგა 1-ში "პსჟ-ს" რიგებში ორი სეზონი გაატარა და ორივე შემთხვევაში ლიგის ტიტული და საფრანგეთის სუპერთასი მოიგო. მიუხედავად მისი წარმატებებისა, მესიმ ქვეყანაში რთული პერიოდი გადაიტანა. ახლა არგენტინელი MLS-ში, დევიდ ბექჰემის "ინტერ მაიამის" ღირსების დაცვა და გულშემატკივრის გაოცება კვლავ გრძელდება.

სხვა სტატიები