კატალონიის მთავრობა ბარსელონას ფეხბურთელებს შხაპის მიღებას უზღუდავს
1 წლის წინ
ფეხბურთი
1 წთ
კატალონიის მთავრობამ მოსალოდნელი გვალვის გამო გარკვეული ზომები მიიღო. გარდა იმისა, რომ წყალზე გადასახადი გაიზარდა, სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებს მასზე წვდომა შეეზღუდათ. მათ შორის არის საფეხბურთო კლუბი "ბარსელონა".
კატალონიის მთავრობამ გუნდს მოუწოდა, რომ ფეხბურთელებმა მატჩების ან ვარჯიშების შემდეგ, ბაზაზე შხაპის მიღებისგან თავი შეიკავონ. წინააღმდეგ შემთხვევაში, კლუბს დამატებითი გადასახადის გადახდა მოუწევს.
🚨 It is forbidden for FC Barcelona players to shower after matches or training at the club's facilities.
— Managing Barça (@ManagingBarca) December 13, 2023
This is because of the shortage of water in Catalan. @mundodeportivo pic.twitter.com/1KAQBqOGpO