"მსაჯს გამბედაობა არ ეყო, რომ ჩვენთვის პენალტი მოეცა" - ტომას ტუხელი
8 თვის წინ
ფეხბურთი
1 წთ
ლონდონში ჩემპიონთა ლიგის 1/4-ფინალური შეხვედრის პირველი ეტაპი გაიმართა. "ემირეითსზე" ერთმანეთს "არსენალი" და "ბაიერნი" დაუპირისპირდნენ. შეხვედრა ფრედ, 2-2 დასრულდა და 90 წუთის განმავლობაში მშვენიერი სანახაობაც ვნახეთ.
ბუნებრივია, რომ ასეთი დაძაბული მატჩი საკამათო მომენტების გარეშე არ ჩაივლიდა. ერთ-ერთ მომენტში, როცა დავიდ რაიამ ბურთი თამაშში შეიყვანა, გაბრიელ მარტინელიმ ხელით ითამაშა. მიუხედავად ამ უხეში დარღვევისა, მსაჯმა ეს შეცდომა ბავშვურად ჩათვალა და თერთმეტმეტრიანი დარტყმა არ დანიშნა.
შეხვედრის დასრულების შემდეგ, ტუხელმა სწორედ ამ მომენტის შესახებ ისაუბრა
ვფიქრობ, მსაჯს გამბედაობა არ ეყო, რომ ასეთ უცნაურ და გიჟურ სიტუაციაში პენალტი მოეცა. მან აღიარა, რომ ეს მომენტი გაიაზრა და ფეხბურთელის დანაშაულიც გაანალიზა. მეკარემ ბურთი მცველს გადასცა, რომელმაც ხელით ითამაშა. მსაჯმაც აღიარა, რომ ეს ხელით თამაში იყო. ძალიან იმედგაცრუებული ვარ. - განაცხადა ტუხელმა
— Match of the Day (@BBCMOTD) April 9, 2024
"არსენალისა" და "ბაიერნის" განმეორებითი შეხვედრა 17 აპრილს 23:00 საათზე არის ჩანიშნული. ამჯერად, ინგლისურ-გერმანული დაპირისპირება "ალიანც არენაზე" გაიმართება.