Belive

მბაპე: "მასტანტუონოს დებიუტით მოხიბლული ვარ - ის საოცარი ფეხბურთელია"

3 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

ლა ლიგის პირველი ტური მადრიდის რეალისა და ოსასუნას მატჩით დაიხურა, სადაც "სამეფო კლუბმა" მინიმალური ანგარიშით 1:0 მოიგო. მატჩში ერთადერთი გოლის ავტორი კილიან მბაპეა, რომელმაც თავი 51-ე წუთზე გატანილი თერთმეტმეტრიანით გამოიჩინა.

ლა ლიგაში რეალის ახალწვეულების დებიუტები შედგა, ერთ-ერთი მათგანი, კერძოდ კი 18 წლის არგენტინელი - ფრანკო მასტანტუონო იყო, რომელიც მოედანზე 68-ე წუთზე შემოვიდა და ბრწყინვალედ ითამაშა. მის დებიუტზე კი რეალის მთავარმა ვარსკვლავმა - კილიან მბაპემ ისაუბრა.

"მასტანტუონო? მან გამაოცა, საოცარი ფეხბურთელი გვყავს. ფრანკომ ვარჯიშებზე დინამიკა აჩვენა და ბერნაბეუზეც უშიშრად ითამაშა. ეს მისი პირველი წუთები იყო, დარწმუნებული ვარ, ძალიან ბევრს მიაღწევს და თამაშიდან თამაშამდე მოუმატებს..." - კილიან მბაპე

სამეფო კლუბი შემდეგ მატჩს, 24 აგვისტოს, სტუმრად, რეალ ოვიედოს წინააღმდეგ გამართავს.

სხვა სტატიები