პირადი რეკორდები, რომელიც საქართველოს ნაკრებმა სომხეთთან მატჩში დაამყარა
ერთა ლიგის B დივიზიონის პლეი-ოფის პირველ მატჩში, საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა სომხეთი ერევანში 0:3 დაამარცხა. "ჯვაროსნების" შემადგენლობიდან, თავი გიორგი მიქაუტაძემ (დუბლი) და გიორგი ქოჩორაშვილმა გამოიჩინეს, შესაბამისად საპასუხო მატჩს "დინამო არენაზე" ლაღად ვხვდებით.
სომხეთთან გამარჯვების მომტან მატჩში, საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა, ქართული ფეხბურთის ისტორიაში რამდენიმე რეკორდი დაამყარეს.
გიორგი მამარდაშვილი, საქართველოს ეროვნული ნაკრების ისტორიაში პირველი მეკარე გახდა, რომელმაც საგოლე გადაცემის შესრულება შეძლო.
ასევე, მამარდაშვილმა ზედიზედ მე-17 სანაკრებო თამაში დაიწყო ძირითად შემადგენლობაში, რაც აქამდე არცერთ ეროვნული ნაკრების მეკარეს არ გაუკეთებია.
გიორგი მიქაუტაძე, საქართველოს ეროვნული ნაკრების ბომბარდირთა დავაში მეორე პოზიციაზე გადაინაცვლა (გადაუსწრო თემურ ქეცბაიასა და ხვიჩა კვარაცხელიას, პირველ პოზიციაზე კი შოთი არველაძეა).
გიორგი მიქაუტაძე პირველი ქართველი ფეხბურთელია, რომელმაც ბოლო 20 წლის განმავლობაში, სტუმართა მოედანზე დუბლი შეასრულა.
ვილი სანიოლი, საქართველოს ეროვნული ნაკრების ისტორიაში პირველი მწვრთნელია, რომელმაც 20 თამაშის მოგება შეძლო.
პლეი-ოფის მომდევნო და გადამწყვეტი შეხვედრა 23 მარტს თბილისში გაიმართება, მატჩის დაწყების დრო 18:00 საათია.