მორიგი ტიტულის შანსი: ინტერ მაიამი კონკაკაფის ჩემპიონთა თასის შემდეგ ეტაპზე გავიდა
20 საათის წინ
ფეხბურთი
1 წთ
ჩრდილოეთ და ცენტრალური ამერიკის კონტინენტის ყველაზე პრესტიჟულ საკლუბო ტურნირზე, კონკაკაფის ჩემპიონთა თასზე "ინტერ მაიამიმ" პლეიოფის შემდეგ ეტაპზე გასვლა შეძლო.
MLS-ის აღმოსავლეთის ზონის წინა სეზონის რეგულარული გათამაშების ჩემპიონმა გუნდმა "სპორტინგ კანზას სიტის" საპასუხო მატჩიც მოუგო. საშინაო კედლებში გუნდმა კანზასელებს (3:1) აჯობა, გოლების გატანა ლიონელ მესიმ, ტადეო ალიენდემ და ლუის სუარესმა მოახერხეს, ორმატჩიან დუელში კი 4:1 იმარჯვეს და 1/8-ფინალში გავიდნენ, სადაც იამაიკის წარმომადგენელ "კავალიერსს" შეხვდებიან.
ხავიერ მასკერანოს გაწვრთნილმა გუნდმა MLS-ში გამოსვლა "ნიუ იორკ სიტისთან" ფრედ ნათამაშები (2:2) შეხვედრით დაიწყო. შემდეგ შეხვედრას ვეტერანი ვარსკვლავების გუნდი 3 მარტს, "ჰიუსტონ დინამოსთან" გამართავს.