Belive

ლიონელ სკალონი: "გვერჩივნა, რომ მესის არაფერი დამართნოდა - ველოდებით მის რეაბილიტაციას"

1 დღის წინ ფეხბურთი
1 წთ

ინტერ მაიამის არგენტინელმა ლეგენდამ - ლეო მესიმ, ფილადელფიასთან დაზიანება მიიღო და მატჩის დასრულებამდე რამდენიმე წუთით ადრე შეცვალეს. როგორც მატჩის დასრულების შემდეგ MLS-ის გუნდისგან გაირკვა დაზიანება არც თუ ისე სერიოზულია.

ინტერ მაიამიმ ლიონელ მესის მდგომარეობის შესახებ განახლებული ინფორმაცია გაავრცელა, ამერიკულმა კლუბმა განმარტა, რომ ბოლო რამდენიმე საათის განმავლობაში ჩატარებული ტესტების შემდეგ, საწყისი დიაგნოზი მარცხენა ბარძაყის კუნთების დაღლილობასთან დაკავშირებული გადატვირთვაა. ამ დროისთვის გამოჯანმრთელების კონკრეტული დრო არ გამოცხადებულა: შესაბამისად, მესის მოედანზე დაბრუნების თარიღი დამოკიდებული იქნება რეაბილიტაციის პერიოდზე.

ამ ფაქტის შესახებ ისაუბრა არგენტინის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა - ლიონელ სკალონიმ.

"პირველადი ცნობები არც ისე ცუდია. ბუნებრივია, ჩვენ გვერჩივნა, რომ მას არაფერი დამართნოდა, რადგან მუნდიალამდე უფრო და უფრო ცოტა დრო რჩება და ახლა თითოეული ფეხბურთელის ჯანმრთელობა ყველაფერზე მნიშვნელოვანია.

მესის ვესაუბრე და ახლა უნდა დაველოდოთ და ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები. მას ვთხოვე, რომ ცოტახნით დაისვენოს, რადგან მსოფლიო ჩემპიონატზე დიდი მიზნები გვაქვს, შესაბამისად იგი საუკეთესო ფორმაში მჭირდება..." - ლიონელ სკალონი

არგენტინის მწვრთნელს, ლიონელ სკალონის, ჯერ შემადგენლობა არ დაუსახელებია, თუმცა მოსალოდნელია, რომ მესი ბოლო მუნდიალზე არგენტინას ისევ უკაპიტნებს.

არგენტინის ნაკრები 2026 წლის მუნდიალზე J ჯგუფში იასპარეზებს, სადაც ალჟირის, ავსტრიისა და იორდანიის ნაკრებებს დაუპირისპირდება.

სხვა სტატიები