'აკრძალულ ადგილას არ შესულა' - MLS მესის არ დასჯის
MLS-ის მოქმედმა ჩემპიონმა, ინტერ მაიამიმ, სეზონი მძიმე მარცხით დაიწყო. ლოს ანჯელესში, "მემორიალ კოლიზეუმზე“ შეკრებილმა 75 000-მა მაყურებელმა, საკუთარი გუნდის ბრწყინვალე გამარჯვება იხილა (3:0).
თამაშის დასრულებიდან მალევე გავრცელდა ვიდეო, სადაც ჩანს, რომ მესი, როგორც ჩანს, ოფიციალური პირების გასახდელში შესვლას ცდილობს და თანაგუნდელი ლუის სუარესის მას აკავებს. მესი მსაჯობით იყო უკმაყოფილო და ამას პირადად არბიტრებთან გამოხატავდა.
🚨🚨| BREAKING: Footage shows Lionel Messi trying to CONFRONT the referee after full-time, with Luis Suárez pulling him back to stop him entering the officials’ dressing room. 😳🇦🇷
— CentreGoals. (@centregoals) February 22, 2026
pic.twitter.com/I85cyMkCd9
MLS-ის ოფიციალურმა პირებმა დაადასტურეს, რომ მესი არანაირ არაავტორიზებულ ადგილას არ შესულა და რომ კარი, რომელშიც ის შევიდა, არ იყო მსაჯის გასახდელი ან შეზღუდული ზონა.
პროფესიონალი მსაჯების ორგანიზაციის კომუნიკაციების დირექტორმა, კრის რივეტმა, მხარი დაუჭირა მესის და განაცხადა, რომ არგენტინელი გასახდელში არ შესულა - "მატჩის ოფიციალურ პირებთან საუბრის შემდეგ, შეგვიძლია დავადასტუროთ, რომ ის არ შესულა ისეთ ადგილას, რასაც ჩვენი ლიგის პოლიტიკა კრძალავს".
მესი და ინტერ მაიამი მოედანზე 1-ელ მარტს დაბრუნდებიან, ისინი სეზონის მეორე მატჩში ორლანდო სიტის ესტუმრებიან.