Belive

მოლაპარაკებები დასრულდა - სპურსმა და ნაგელსმანმა გადაწყვეტილება მიიღეს

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

"ტოტენჰემის" წარმომადგენლებსა და იულიან ნაგელსმანს შორის გამართული მოლაპარაკებები წარუმატებლად დასრულდა - ნაგელსმანი "სპურსის" მომავალი მთავარი მწვრთნელი არ გახდება!

აღნიშნულ ინფორმაციას ცნობილი სპორტული ჟურნალისტი ფაბრიციო რომანო ავრცელებს. იტალიელი ჟურნალისტის მტკიცებით, "სპურსი" და ნაგელსმანი კონკრეტულ საკითხებზე ვერ შეთანხმდნენ. ერთ-ერთ სადავო თემას, ახალი სპორტული დირექტორის საკითხი წარმოადგენდა, რომელზეც პრემიერ ლიგის კლუბსა და ნაგელსმანს განსხვავებული შეხედულება გააჩნდათ და განსხვავებული კანდიდატები ჰყავდათ.

შეგახსენებთ, მიუნხენის "ბაიერნის" მთავარი მწვრთნელის პოსტიდან მოულოდნელად გათავისუფლების შემდეგ, ნაგელსმანი რამდენიმე გრანდს დაუკავშირეს. "ტოტენჰემი" ფავორიტის სტატუსით სარგებლობდა, თუმცა, კლუბმა საკუთარ შეხედულებებზე უარის თქმას, ნაგელსმანთან დამშვიდობება ამჯობინა.

სხვა სტატიები