Belive

ბაიერნი მზადაა, ტოტენჰემს კეინის სანაცვლოდ 100 მილიონ ევრომდე შესთავაზოს

9 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

,,ბაიერნი'' ,,ტოტენჰემის'' თავდამსხმელის, ჰარი კეინის ტრანსფერზე მუშაობას განაგძობს და ლონდონურ გუნდს ახალი წინადადებით მიმართავს. ინფორმაციას CBS Sports-ის ჟურნალსტი, ბენ ჯეიკობსი ავრცელებს.

წყაროს ცნობით, ,,რეკორდმაისტერი'' ,,დეზებს'' ფეხბურთელის სანავლოდ 93 მილიონ ევროს შესთავაზებს (ბონუსების გათვალისწინებით). თუმცა, ამ ეტაპზე, ,,ტოტენჰემის'' პოზიცია უცვლელია - მათ კლუბის საუკეთესო ბომბარდირის გაყიდვა ამ ზაფხულს არ სურთ.

,,ბაიერნმა'' ლონდონელებს რამდენიმე დღის წინ 70 მილიონი ევროც შესთავაზა (ბონუსების გარეშე), რაზეც უარი მიიღო.

2022-2023 წლების სეზონში კეინმა ,,ტოტენჰემის” მაისურით ჩატარებულ 49 შეხვედრაში 32 გოლი გაიტანა და 5 საგოლე გადაცემა მიითვალა. 29 წლის თავდამსხმელს ,,დეზებთან” კონტრაქტი 2024 წლამდე აკავშირებს.

სხვა სტატიები