Belive

MLS-ში მესის პოპულარობა 'ისტორიულ მინიმუმამდე' დაეცა

1 კვირის წინ ფეხბურთი
1 წთ

მესის, მიმდინარე სეზონში, "ინტერ მაიამის" შემადგენლობაში, შეზღუდული სათამაშო დრო აქვს, რამაც მისი პოპულარობის 'ისტორიულ მინიმუმამდე' შემცირება გამოიწვია. მიუხედავად იმისა, რომ "შარლოტთან" არგენტინელი მზად იყო და სათადარიგო სკამზეც აღმოჩნდა, მასკერანომ ის თამაშში არ ჩართო. საერთო ჯამში, მესიმ ინტერ მაიამის ბოლო 3 შეხვედრა სხვადასხვა მიზეზით გამოტოვა.

ხავიერ მასკერანოს განცხადებით, მას არ სურს მესის ჯანმრთელობით გარისკოს, თუმცა ამერიკელები ამით უკმაყოფილო არიან. მაგალითად, "დინამო ჰიუსტონი" იძულებული გახდა უკმაყოფილო ფანებისთვის უფასო ბილეთები შეეთავაზებინა მას შემდეგ, რაც გაიგეს, რომ მესი მათ წინააღმდეგ არ ითამაშებდა.

BetVictor Canada-ს მიერ ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ მესის შესახებ პოსტების 24 პროცენტი (სოციალურ მედია პლატფორმაზე X-ზე), ბოლო თვეში, შეიძლება უარყოფითად ჩაითვალოს. მხოლოდ 12 პროცენტი იყო პოზიტიური, რაც ყველაზე დაბალი მაჩვენებელია, მესის აშშ-ში გადასვლის შემდეგ.

ინტერ მაიამი 6 ჩატარებულ შეხვედრაში, ჯერ კიდევ დაუმარცხებელია - ხუთშაბათს, CONCACAF-ის 1/16-ფინალური ეტაპის მეორე მატჩში ინტერ მაიამი "კავალიერსს" დაუპირისპირდება, თუმცა იქნება თუ არა მესი მატჩში, უცნობია.

სხვა სტატიები