კევინ დე ბრუინე ლეო მესისთან ერთად? - ESPN შესაძლო ტრანსფერზე წერს
"ინტერ მაიმი" კევინ დე ბრუინეს ტრანსფერით ინტერესდება, ინფორმაციას ESPN ავრცელებს. ბელგიელმა ნახევარმცველმა "მანჩესტერ სიტიდან" წასვლა ოფიციალურად რამდენიმე დღის წინ დააანონსა, მას შემდეგ კი დე ბრუინეს მიმართ ბევრი კლუბის ინტერესი გამოიკვეთა, ერთ-ერთი საკმაოდ რეალური კი სწორედ აშშ-ს კლუბში გადასვლაა.
33 წლის ფეხბურთელს კონტრაქტი მიმდინარე წლის ზაფხულში ეწურება, რაც მას თავისუფალ აგენტად აქცევს, წყაროს ცნობით კი "ინტერ მაიამი" ყველანაირად შეეცდება მის დამატებას. MLS-ის კლუბი ახალი საერთაშორისო ტურნირისთვის, ფიფას საკლუბო მსოფლიო ჩემპიონატისთვის ემზადება და გაძლიერებას ბელგიელი ფეხბურთელის დამატებით შეეცდება.
Inter Miami hold the discovery rights for Manchester City player Kevin De Bruyne, sources told ESPN's @lizzy_becherano, setting up a scenario in which the Belgian playmaker could join Lionel Messi in south Florida 🤯👀
— ESPN FC (@ESPNFC) April 8, 2025
More: https://t.co/P0W3ouFp2V pic.twitter.com/LGmvKxC6Ps