"მისთვის პოზიციის შეცვლას ითხოვდით" - მაცარი კვარაცხელიაზე
7 თვის წინ
ფეხბურთი
1 წთ
"ჯენოასთან" მატჩის წინ გამართულ პრეს-კონფერენციაზე, ვალტერ მაცარიმ ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა. "ნაპოლის" მთავარმა მწვრთნელმა აღნიშნა, რომ კვარაცხელიასთვის პოზიციის შეცვლას ყველა ითხოვდა და სწორედ ამის შემდეგ მიიღო აღნიშნული გადაწყვეტილება.
ის "ნაპოლის" დიდებული ფეხბურთელია. უკანასკნელ პერიოდში მას უჭირდა, რადგან კვარას წინააღმდეგ მუდმივად 2-3 ფეხბურთელი თამაშობდა. მისთვის პოზიციის შეცვლას ყველა ითხოვდით, ასეც მოვიქეცი და "ვერონასთან" მატჩში, კვარამ ბრწყინვალედ ითამაშა. კვარამ და მთლიანად გუნდმა "მილანის" წინააღმდეგაც კარგად ითამაშეს - ერთადერთი, რაც დაგვაკლდა, გატანილი გოლია. - ვალტერ მაცარი.
შეგახსენებთ, "ნაპოლისა" და "ჯენოას" დაპირისპირება 17 თებერვალს, თბილისის დროით, 18:00 საათზე გაიმართება.