კვარა ახალი ნომრით ითამაშებს? | პირველი ვარჯიში ნეაპოლურ გუნდთან
4 თვის წინ
ფეხბურთი
1 წთ
ხვიჩა კვარაცხელიამ კასტელ დი სანგროში "ნაპოლისთან" ერთად 2024/25 წლების სეზონის დაწყებამდე პირველი ვარჯიში გამართა. ქართველ ფეხბურთელს ვარჯიშზე ფოტო calcionapoli24-მა გადაუღო, სადაც კვარა 7 ნომრიანი სავარჯიშო ფორმით გამოჩნდა, ასევე იგივე ნომრით იმყოფებოდა სამედიცინო შემოწმებაზეც.
ჯერჯერობით ეს მხოლოდ ვარაუდია, რომ ხვიჩა ნომერს შეიცვლის. აღნიშნულ სათამაშო ნომერს შესაძლოა არანაირი კავშირი არ ჰქონდეს ოფიციალურ მატჩებთან, მაგრამ ვარაუდს ისიც ამყარებს, რომ კვარამ ხელმოწერები დაარიგა, სადაც 77-ის ნაცვლად 7 ნომერი დაწერა.