Belive

გულის ოპერაცია და კონტრაქტის საკითხები | ნაპოლის სპორტულმა დირექტორმა მაკტომინეიზე ისაუბრა

1 დღის წინ ფეხბურთი
1 წთ

ნაპოლის სპორტულმა დირექტორმა, ჯოვანი მანამ, სკოტ მაკტომინეის მომავალთან დაკავშირებით, არსებულ გაურკვევლობაზე ისაუბრა მაშინ, როდესაც შოტლანდიელი ნახევარმცველი გულის ოპერაციისთვის ემზადება. ნაპოლის ნახევარმცველს ლონდონში ქირურგიული პროცედურა ჩაუტარდება, ხოლო იტალიურმა კლუბმა მისი გამოჯანმრთელების კონკრეტული გეგმა შეიმუშავა რომლის მიხედვითაც, მაკტომინეი მოახლოებული სანაკრებო პაუზის დასრულებამდე ვერ ითამაშებს.

მაკტომინეისთან კონტრაქტის გახანგრძლივება? სკოტმა თქვა, რომ ამ ეტაპზე არ იცის, გაახანგრძლივებს თუ არა კონტრაქტს. მის ჯანმრთელობის მდგომარეობას რაც შეეხება, ოპერაციის შემდეგ, სპორტულ ფორმაში დასაბრუნებლად, 28 დღე დაჭირდება, რადგან ანტიკოაგულანტებს მიიღებს. სკოტი პირევლი ორი კვირა დაისვენებს. შემდეგ კი, სპორტულ აქტივობებს განაახლებს. - განაცხადა მანამ

სანამ კლუბის ხელმძღვანელობაში მოლაპარაკებები გრძელდება, მაკტომინეის ამჟამინდელი მთავარი საზრუნავი, ლონდონში დაგეგმილი სამედიცინო პროცედურაა. ნახევარმცველს მსუბუქი, კეთილთვისებიანი არითმია დაუდგინდა - მდგომარეობა, როდესაც გული, ზოგჯერ, ნორმალური რიტმისგან განსხვავებულად ცემს. ნაპოლიმ პრობლემის მოსაგვარებლად სწრაფად იმოქმედა და ოპერაცია ისე დაგეგმა, რომ სეზონის მსვლელობაზე ამან დიდი გავლენა არ მოახდინოს. კლუბი დარწმუნებულია, რომ შოტლანდიელი, სრულფასოვნად, ფეხბურთს ოქტომბრის შუა რიცხვებში დაუბრუნდება.

სხვა სტატიები