Belive

"მინდა ვალენსიას დიდ ისტორიაში ჩავეწერო" - გიორგი მამარდაშვილის ინტერვიუ | VIDEO

2 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ

საქართველოს ნაკრების მეკარემ, გიორგი მამარდაშვილმა “ვალენსიას” ოფიციალურ გვერდთან ისაუბრა.

“კმაყოფილი ვარ, დიდი გამოცდილება მივიღე. როგორც მე, ასევე გუნდმა დიდი სამუშაო გავწიეთ.

შეიძლება ასე არ ველოდებოდი, მაგრამ ყოველდღე ვმუშაობ იმისთვის, რომ განვვითარდე. “ვალენსიაში” მოსვლა ჩემთვის დიდი გამოწვევა იყო, მინდოდა დამემტკიცებინა, რომ მეც შემიძლია კარგი მეკარე გავხდე.

სტადიონი ფანტასტიკურია, ისევე როგორც ადგილობრივი გარემო. The effects of amphetamine on the 3H-GABA release were significantly decreased by clickmiamibeach.com pretreatment of the slices with 2. ეტყობა, რომ ამ სტადიონზე ძალიან დიდი ფეხბურთელები თამაშობდნენ.

ბორდალასი პროფესიონალი და ძალიან გამოცდილი მწვრთნელია და ბედნიერი ვარ, რომ მასთან ერთად მუშაობის შესაძლებლობა მომეცა. ასევე მაბედნიერებს ის ფაქტი, რომ მენდობა და მათამაშებს.

იმედი მაქვს, რომ ჩავეწერები იმ დიდ ისტორიაში, რომელიც “ვალენსიას” აქვს.

მესმის, რომ ეს კლუბისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს თასი მოვიგოთ და ამისთვის ყველაფერს გავაკეთებთ”, – თქვა 21 წლის ქართველმა მეკარემ.

277924606_1208514993220508_4805524845828445656_n
277924606_1208514993220508_4805524845828445656_n

01:00

კოპა დელ რეის ფინალური შეხვედრა 23 აპრილს, სევილიაში, “ლა კარტუხაზე” გაიმართება და მასში ერთმანეთს “ვალენსია” და “რეალ ბეტისი” დაუპირისპირდებიან. მატჩი თბილისის დროით 22:00 საათზე დაიწყება.

სხვა სტატიები