Belive

"გიორგი მამარდაშვილი გუნდთან ერთად დღეს პირველად ივარჯიშებს" - არნე სლოტი

22 საათის წინ ფეხბურთი
1 წთ

ინგლისის პრემიერ ლიგის 36-ე ტურის შეხვედრაში ლივერპული ჩელსის დაუპირისპირდება, მატჩი ხვალ თბილისის დროით 15:30 საათზე დაიწყება. შეხვედრამდე მერსისაიდული გუნდის მთავარმა მწვრთნელმა არნე სლოტმა პრესკონფერენციაზე სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხზე ისაუბრა, მათ შორის ქართველი მეკარის გიორგი მამარდაშვილის მდგომარეობასაც გაუსვა ხაზი.

ალისონი ჯერ ვერ დაბრუნდება, მას ვარჯიში არ დაუწყია, მაგრამ ამასთან ახლოსაა, ისევე როგორც მოჰამედ სალაჰი.

გიორგი მამარდაშვილი გუნდთან ერთად დღეს პირველად ივარჯიშებს, ამიტომ ვნახოთ როგორ იგრძნობს თავს.

ალექსანდრ ისაკმა გუნდთან ერთად გუშინაც ივარჯიშა და დღესაც იქნება, ამიტომ ვნახოთ რამდენად შევძლებთ მის გამოყენებას ჩელსის წინააღმდეგ.
- არნე სლოტი - ლივერპულის მთავარი მწვრთნელი

შეგახსენებთ, რომ გიორგი მამარდაშვილმა 19 აპრილს, პრემიერ ლიგის 33-ე ტურის შეხვედრაში ევერტონის წინააღმდეგ ტრავმა მიიღო და 58-ე წუთზე მისი საკაცით გაყვანა გახდა საჭირო.

ინგლისის პრემიერ ლიგაში ამ დროისთვის ლივერპულს 58 ქულა აქვს და მე-4 პოზიციაზეა (17 მოგება, 7 ფრე, 11 მარცხი).

სხვა სტატიები