,,მესის ბინძურ მაისურთან ერთად თვეები მეძინა'' - ესპანიოლის ყოფილი ფეხბურთელი
1 წლის წინ
ფეხბურთი
1 წთ
,,ესპანიოლის'' ყოფილმა ფეხბურთელმა, მატიას ვარგასმა, განაცხადა, რომ მესის ბინძურ მაისურთან ერთად თვეების განმავლობაში ეძინა.
,,ორი-სამი თვე მესის ბინძურ მაისურთან ერთად მეძინა... ჭუჭყიანი და გაურეცხავი იყო.
მის წინააღმდეგ ვითამაშე და მაისურები გავცვალეთ. დედამ მითხრა, რომ მისთვის გარეცხვის საშუალება მიმეცა, მე კი ვუპასუხე, რომ არ შეხებოდა... - მატიას ვარგასი
არგენტინელმა ფეხბურთელმა ლეოს მაისური 2020 წელს, ,,ესპანიოლისა'' და ,,ბარსელონას'' (2:2) შეხვედრის შემდეგ გაუცვალა.
ვარგასი 2022 წლიდან ,,შანხაი პორტში'' თამაშობს. 26 წლის შემტევს არგენტინის ეროვნულ ნაკრებში ორი ამხანაგური მატჩი აქვს ჩატარებული.