Belive

მესი დაბრუნდა - არგენტინის ნაკრების შემადგენლობა მუნდიალის შესარჩევი მატჩებისთვის

2 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

არგენტინის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ლიონელ სკალონიმ, მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მატჩებისთვის 27 ფეხბურთელი გამოიძახა.

შემადგენლობას დაუბრუნდა ლეო მესი, რომელმაც ეროვნულ გუნდში ბოლოს კოპა ამერიკის ფინალში ითამაშა, შემდეგ კი, ტრავმის გამო, მუნდიალის საკვალიფიკაციო ეტაპის 2 შეხვედრა გამოტოვა.

11 ოქტომბერს ,,ალბისელესტე'' ვენესუელას ესტუმრება, 16-ში კი ბოლივიას უმასპინძლებს.

მეკარეები: ხერონიმო რული, ხუან მუსო, ვალტერ ბენიტესი.

მცველები: გონსალო მონტიელი, ნაუელ მოლინა, ნიკოლას ოტამენდი, მარკოს აკუნია, კრისტიან რომერო, ლისანდრო მარტინესი, ხერმან პესელა, ნიკოლას ტალიაფიკო, ლეონარდო ბალერდი.

ნახევარმცველები: ლეანდრო პარედესი, ალექსის მაკ ალისტერი, როდრიგო დე პაული, ენცო ფერნადესი, ჯოვანი ლო სელსო, ტიაგო ალმადა, ეზეკიელ პალასიოსი, ნიკო პასი, ვალენტინ კარბონი.

თავდამსხმელები: ნიკოლას გონსალესი, ლეო მესი, პაულო დიბალა, ლაუტარო მარტინესი, ხულიან ალვარესი, ალეხანდრო გარნაჩო.

მსოფლიოს მოქმედ ჩემპიონებს 8 მატჩის შემდეგ 18 ქულა აქვთ და სატურნირო ცხრილის პირველ პოზიციაზე არიან.

სხვა სტატიები