მესიმ მაისურების გაყიდვის რეკორდი მოხსნა
არგენტინელი სუპერვარსკვლავი, ლეო მესი ამერიკული ცხოვრებით ტკბება. "ინტერ მაიამიში" გადასვლის შემდეგ, მესიმ 3 მატჩში 5 გოლის გატანა შეძლო და მსოფლიო პუბლიკის აღფრთოვანებას განაგრძობს.
დანამდვილებით შეიძლება ითქვას, რომ მესიმ MLS-ის ბინადარი კლუბისა და მისი გულშემატკივრების მოლოდინები არა მხოლოდ გაამართლა, არამედ ახალი ისტორიის შენებას ჩაუყარა საფუძველი. ამ ყველაფერზე ის გარემოებაც მეტყველებს, რომ ლეო მესიმ მაისურების გაყიდვის რეკორდი მოხსნა და მსოფლიო სპორტის ისეთი სახელოვანი ვარსკვლავები დაჩრდილა, როგორიცაა: კრიშტიანუ რონალდუ, ტომ ბრედი და ლებრონ ჯეიმსი.
Fanatics-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, "ინტერ მაიამიში" გადასვლიდან პირველი 24 საათის განმავლობაში, მესიმ რეკორდული რაოდენობის მაისურები გაყიდა - იმაზე მეტი, ვიდრე სხვა ნებისმიერმა სპორტსმენმა.
24 საათის განმავლობაში, ლეო მესიმ იმაზე მეტი მაისური გაიყიდა, ვიდრე: 2021 წელს კრიშტიანუ რონალდუმ ("მანჩესტერ იუნაიტედი"), 2020 წელს ტომ ბრედიმ ("ტამპა ბეი") და 2018 წელს ლებრონ ჯეიმსმა ("ლეიკერსი").
The first 24 hours of Lionel Messi Inter Miami jersey sales were the BEST 24 hours of any player changing teams across all sports. It edged out:
— ESPN FC (@ESPNFC) August 2, 2023
- Cristiano Ronaldo (Manchester United, 2021)
- Tom Brady (Tampa Bay Buccaneers, 2020)
- LeBron James (Lakers, 2018)
(via Fanatics) pic.twitter.com/dObKPH4veP