Belive

როდრი: ,,გამიხარდებოდა, რომ ოქროს ბურთი ჰოლანდს მოეგო, მაგრამ ამას სხვები წყვეტენ''

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

ესპანეთის ეროვნული ნაკრებისა და ,,მანჩესტერ სიტის'' ნახევარმცველი, როდრი მიიჩნევს, რომ წელს ,,ოქროს ბურთის'' მოგებას მისი თანაგუნდელი, ერლინგ ჰოლანდი იმსახურებდა:

,,მსოფლიო ჩემპიონატი ყველაზე მნიშვნელოვანი ტურნირია, მაგრამ, უნდა ითქვას, რომ 7-8-თვიან სეზონში, ის მხოლოდ 1 თვეს გრძელდება.

ამის გათვალისწინებით, ბიჭმა, რომელმაც მანჩესტერ სიტიში ჩატარებულ პირველივე სეზონში ყველა რეკორდი მოხსნა და ყველაფერი მოიგო, ,,ოქროს ბურთი'' ნამდვილად დაიმსახურა.

ვისურვებდი, რომ ჯილდო სწორედ მას მიეღო, მაგრამ ამას სხვები წყვეტენ...' - როდრი

წელს ,,ოქროს ბურთს'' მფლობელი ლეო მესი გახდა, რომელმაც ყველაზე პრესტიჟული ინდივიდუალური ჯილდო კარიერაში მერვედ მიიღო.

ერლინგ ჰოლანდმა გამოკითხვაში მეორე ადგილი დაიკავა, თავად როდრი კი მე-5 პოზიციაზე გავიდა.

სხვა სტატიები