დი მარიამ ჩემპიონთა ლიგის საუკეთესო ასისტენტთა შორის მე-2 ადგილზე გადაინაცვლა
3 კვირის წინ
ფეხბურთი
1 წთ
ჩემპიონთა ლიგის მე-5 ტურში ,,ბენფიკამ'' ,,მონაკოს'' სტუმრად 3:2 მოუგო.
შეხვედრაში 2 საგოლე გადაცემა მიითვალა ანხელ დი მარიამ, რომელსაც მსოფლიოს ყველაზე პრესტიჟულ საკლუბო ტურნირზე 41 ასისტი დაუგროვდა.
შედეგად, არგენტინელმა შემტევმა საგოლე პასების რაოდენობით ლეო მესის (40) გადაუსწრო და მე-2 ადგილზე გადაინაცვლა. ახლა დი მარიაზე მეტი ასისტი მხოლოდ კრიშტიანუ რონალდუს (42 პასი) ანგარიშზეა.
ჩემპიონთა ლიგის Top 10 ასისტენტი:
კრიშტიანუ რონალდუ - 42 პასი
ანხელ დი მარია - 41 პასი
ლეო მესი - 40 პასი
ნეიმარი - 33 პასი
რაიან გიგზი - 31 პასი
ხავი - 30 პასი
ტომას მიულერი - 30 პასი
ქარიმ ბენზემა - 29 პასი
ანდრეს ინიესტა - 29 პასი
კევინ დე ბრუინე - 29 პასი