Belive

მესიმ გულშემატკივრები 'შეაშინა'

2 საათის წინ ფეხბურთი
2 წთ

ეჭვგარეშეა, რომ მთელ არგენტინაში ყველას გული 'გაუჩერდა', როდესაც ლიონელ მესიმ, რომელიც ამ მსოფლიო ჩემპიონატამდე ინტერ მაიამის რიგებში ბოლო მატჩს ატარებდა, შეცვლა მოითხოვა. 38 წლის თავდამსხმელმა, ბარძაყის უკანა მხარეს ხელი მოკიდა და ტრავმის გამო მოედნიდან გაიყვანეს (Diario AS).

იმ დროს ინტერ მაიამი ფილადელფია უნიონთან ფრედ, (4:4) თამაშობდა, თამაშის დასრულებამდე კი 20 წუთი იყო დარჩენილი - რაც იმას ნიშნავს, რომ რეალური პრობლემის გარეშე, მესის არ ჰქონდა მოედნიდან გასვლის სტიმული, ლუის სუარესმა და როდრიგო დე პაულმა ბოლო ათ წუთში გოლები გაიტანეს და გამარჯვება მოიპოვეს, მაგრამ ყველა მესის პოტენციურ ტრავმაზე იყო ფოკუსირებული.

ყველაფერი კარგადაა: არგენტინიდან მოსული პირველი სიახლეები მესისა და „ალბისელესტესთვის“ დადებითია. ჟურნალისტი გასტონ ედული იუწყება, რომ მესიმ ცვლილება სიფრთხილის მიზნით მოითხოვა, რადგან ბარძაყის კუნთში დაჭიმულობა იგრძნო. მას დიაგნოზირებული ტრავმა არ აქვს, მაგრამ მესიმ თამაშის გაგრძელებისას რისკების თავიდან აცილება ამჯობინა, ამიტომაც შეცვალეს. ამგვარად, არგენტინის გულშემატკივრებს შეუძლიათ მშვიდად იყვნენ.

არგენტინის მწვრთნელს, ლიონელ სკალონის, ჯერ შემადგენლობა არ დაუსახელებია, თუმცა მოსალოდნელია, რომ მესი ბოლო მუნდიალზე არგენტინას ისევ უკაპიტნებს.

სხვა სტატიები